შპს "ჯორჯიან პოლიგრაფ სერვისის" მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიაა საქართველოს პოლიგრაფიული ტექნიკისა და პოლიგრაფიული მასალების დისტრიბუციის ბაზარზე. 13 წლიანი გამოცდილება და პროფესიონალთა გუნდი საშუალებას გვაძლევს მოგაწოდოთ უახლესი ბეჭდვის ტექნოლოგიები და მაღალი დონის მომსახურება. ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ აღჭურვილობას, არამედ მომსახურების მთელ სპექტრს. შპს "ჯორჯიან პოლიგრაფ სერვისის" წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან, როგორიცაა: Konica Minolta, Koenig & Bauer (KBA), Unifol, Fujifilm, Ideal , Vivid, Duplo, Cyklos, Renz, Rapid და სხვა. თუმცა „ჯორჯიან პოლიგრაფ სერვისის“ თავის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს 2016-2019 წლებში მოპოვებულ ექსკლუზიურ უფლებას ყოფილიყო Konica Minolta-ს ერთადერთი ოფიცილური წარმომადგენელი საქართველოში. თუმცა 2019 წლიდან ის გახდა Konica Minolta-ს ბრენდის Develop-ის ოფიციალური დილერი და ოქროს პარტნიორი. ჩვენი სერთიფიცირებული პერსონალი გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო აღჭურვილობისა და მომსახურების შესახებ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის წარმატებას. დღესდღეობით “Georgian Polygraph Services” მომსახურებას უწევს 300-ზე მეტ ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს. მომხმარებელთა სიაში შედის არა მხოლოდ მცირე და საშუალო სარეკლამო კომპანიები, არამედ სტამბები, ოფისები, უნივერსიტეტები და სამთავრობო სტრუქტურები. პარტნიორების დახმარებით, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას უშუალოდ მწარმოებლის ტექნიკური მონაცემთა ბაზის მეშვეობით. მრავაწლიანმა გამოცდილებამ და სერტიფიცირებული ტექნიკოსთა ჯგუფის პროფესიონალურმა მუშაობამ „ჯორჯიან პოლიგრაფ სერვისს“ ბაზარზე სანდო და სტაბილური კომპანიის რეპუტაცია დაუმკვიდრა.
|